GISI

GISI სადისტრიბუციო კომპანიაა, რომელიც ათწლეულებია წამყვან პოზიციას ინარჩუნებს ქართულ ბაზარზე და ამას ჩვენი მიდგომა განაპირობებს – მენეჯმენტი, კვალიფიციური თანამშრომლები და რა თქმა უნდა, ერთგული და სანდო კონტაქტები უცხოურ ბიზნეს წრეებთან, რომლის განმაპირობებელიც ცხადია, წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული სანდო და მყარი კავშირებია.

კომპანია GISI  უზრუნველყოფს ჰიგიენის და ქიმიური საშუალებების იმპორტს და დისტრიბუციას მსოფლიო წამყვანი ბრენდებისგან, როგორებიცაა ECOLAB, Dove, Kimberly-Clark, Unilever და ა.შ სასტუმროებისა და ოფისებისთვის.

კომპანია GISI დაარსდა 1995 წლის 1 ნოემბერს. როგორც სავაჭრო საბითუმო იმპორტიორი კომპანია.

1996 წელს დეკემბერში აფორმებს ექსკლუზიურ ხელშეკრულებას  ბავშვის საფენების მწარმოებელ უდიდეს ამერიკულ კომპანია Kimberly-Clark- თან საქრთველოში პროდუქციის იმპორტსა და დისტრიბუციაზე და 1997 მაისში ანხორციელებს  ბავშვის და ქალის ჰიგიენური პროდუქციის (Huggies, Kotex) პირველ იმპორტს.

1998 წელს GISI აღრმავებს თანამშრომლობას Kimberly-Clark- თან, იწყებს პროფესიონალური მიმართულების ათვისებას AFH  (Away From  Home) – ჰიგიენა სახლს გარეთ და აფორმებს პირველ ხელშეკრულებას საქართველს პარლამენტთან და იმ დროისათვის მშენებარე სასტუმრო Marriott Hotel Tbilisi- თან ჰიგიენური პროდუქციის მიწოდებაზე. ეს მოვლენა საფუძველს უყრის კომპანია „ჯისი“ საქმიანობის ორ მიმართულებას – ფართო მოხმარების საბავშვო პროდუქციის იმპორტს და დისტრიბუციას  Concumer და ჰიგიენა სახლს გარეთ Professional.

2013 ფორმდება ხელშეკრულება ამერიკულ კომპანია Ecolab-თან რომელიც პროფესიონალური ქიმიის ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელია მსაოფლიოში. აგრეთვე ჩვენი მომწოდებლები არიან ჰიგიენური ინვენტარის მწარმოებელი დანიური კომპანია VIKAN, გერმანული კომპანია VERMOP და სხვა.

 კომპანია ანხორციელებს სამრეწველო ობიექტების ჰიგიენური უსაფრთხოების გეგმის შემუშავება- სურსათის უვნებლობის სააგენტოს მოთხოვნების და  HASSP-ის რეკომენდაციების გათვალისწინებით.

ჩვენი პროდუქციის ნებისმიერი სერთიფიკატები შეგიძლიათ იხილოთ  საიტზე:    www.kcprofessional.com

ჩვენი კომპანიის მიზანია ადამიანის უსაფრთხოება – იქ სადაც მათი კონტროლი შეზღუდულია.

დისტრიბუცია

ვუძღვებით უკვე ჩამოყალიბებულ დისტრიბუციის საკმაოდ ვრცელ ხაზს

ხელმისაწვდომობა

ჩვენი სათაო ოფისი მდებარეობს ქ. თბილისში.

პარტნიორები

0

პროდუქციის შესაძენად მობრძანდით ჩვენს შოურუმში
ან დაგვიკავშირდით ნომერზე
+995 591 93 64 10